|
2021-03-10 13:02:13, 452 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპა თვლის, რომ ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საუკეთესო გზაა
„ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში თვლის რომ ახალი არჩევნები არის საუკეთესო გზა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტში ასევე საუბარი იყო პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხზე. „ევროპა არის უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით და საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში ჩვენი ქვეყნისთვის ხელის შეწყობა. იყო საუბარი როგორც პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხზე, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის, სავარაუდოდ, ყველაზე საუკეთესო გზა ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ეს პოზიცია დააფიქსირეს ფაქტობრივად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)