03:04 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 11:26:16, 530 ნახვა

საზოგადოება
2021 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თავისუფლების ხარისხი 100 ქულიდან 10-ით, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 40 ქულით შეფასდა

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, 2021 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თავისუფლების ხარისხი მაქსიმალური 100 ქულიდან 10-ით შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი - 60.

„წლებია, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურესად უარყოფითად აფასებენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლების ხარისხი მაქსიმალური 100 ქულიდან 10 ქულითაა შეფასებული. შედარებისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი - 60 (საქართველოს ქულა არ ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას). ბოლო პერიოდამდე, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ფართო წრეებამდე ნაკლებად აღწევდა, რაც გასაკვირი არაა - იგივე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ მედიას თითქმის მთლიანად აკონტროლებს დე ფაქტო ხელისუფლება. ოკუპირებული ტერიტორიები ხელმიუწვდომელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიებისთვისაც.

თუმცა, არსებობს გამონაკლისები. გასული წლის აგვისტოში, რამდენიმედღიანი დაკითხვის შემდეგ ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში 30 წლის ინალ ჯაბიევი „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსია დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ინალ ჯაბიევის ოჯახისა და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. მათი აზრით, ახალგაზრდა კაცი იზოლატორში არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა“, - აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics