19:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 10:18:36, 594 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ჰესების მშენებლობის თაობაზე დღეს ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი.

პეტიციის ავტორების განცხადებით, ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა რეგიონს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics