16:41 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 15:11:03, 487 ნახვა

კომენტარი
თამარ ბარკალაია: შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ

საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა.

ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას.

ოქმი ითვალისწინებს შშმ პირთა ინდივიდუალური საჩივრების განხილვას, კონვენციის უხეში, სისტემატური დარღვევის შემთხვევებში, საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევასა და რეკომენდაციის მიღებას.

 „დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.  საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა.  რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკუთარი უფლებების აღდგენას ვერ მოახერხებენ, მათ საერთაშორისო დონეზე გაეროს შშმ პირთა კომიტეტში საკუთარი უფლებების აღდგენა შეეძლებათ.  ჩვენ ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც  მაღალ დონეზე აყენებენ ზოგადად ადამიანის უფლებებს და კონკრეტულად კი  შშმ პირების უფლებებს. ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას, მათ სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მონე პირთა უფლებების კონვენცია“ ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა, ასევე, რატიფიცირებული იქნა კონვენციაც, თუმცა ოქმის რატიფიცირება არ მომხადარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics