|
2021-03-05 10:38:46, 447 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა
საჩუქრების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარგო შილდსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და დირექტორის მოადგილე ანა გულბანი ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას. „ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისკენ სწრაფვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ გვეხმარება საქართველოს სამრეწველო, ლაბორატორიული პოტენციალის გაძლიერებაში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, რათა დროულად გადაილახოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. 2020 წლის დასაწყისში, საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის გავრცელების შედეგად, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მყისიერად იქნა გამოყენებული ამერიკის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში შექმნილი ლაბორატორიული რესურსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს მძლავრ რესურსს, რომელიც გამოყენებულია კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. რაიან ჰარკერ ჰარისმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები დადებითად შეაფასა, ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის, ირაკლი გულედანის განცხადებით, აშშ-ისგან მიღებული აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები პანდემიასთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანი დახმარებაა ვეტერინარიის მიმართულებითაც, განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროულად დიაგნოსტირების პროცესში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



