|
2021-03-01 16:33:47, 599 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა შესაძლო ზეწოლას გამოიყენებს
„ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა შესაძლო ზეწოლას გამოიყენებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზეწოლა განხორციელდება ხელისუფლებაზეც, რათა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. „ყველას ესმის რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლ;ება განვითარდეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენ ქვეყანაშ აქვს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესი. ამიტომ გვქონდა საფუძვლიანი საუბარი როგორც იმაზე თუ როგორც შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ასევე იმ მთავარ პრობლემებზე როგორიცაა პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ რადგან დავიწყოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და ქვეყანას სჭირდება ახალი დემოკრატიული პროცესი და ეს პროცესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე ჩვენ როგორ ვხედავთ. თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს წამოვიდა ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენ ქვეყანაშ და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის ხელისუფლებაზეც რადგან კარგად ესმით რომ შეუძლებელია მძევლად აჰყავდეს ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და აკავებდეს და საუბრობდეს თან დიალოგზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)