|
2021-02-25 10:06:03, 410 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას. „საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“. გარდა ამისა, უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)