20:38 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 09:07:47, 516 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მზადაა დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს.

„ძალიან ღრმად ვართ შეწუხებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოში ოპოზიციის სხვა წევრების დაკავების გამო. პოლარიზებული რიტორიკა, ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არ არის.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლია, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა და ჩაერთონ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics