|
2015-10-07 12:42:59, 770 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ ფონდის“ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის“ დამფუძნებელს დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით „სიდ ფორუმ ფონდის“ მიერ ინვესტიციების განხორციელების საკითხი საქართველოში. „სიდ ფორუმ ფონდის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ე.წ. ,,ქართული სილიკონის ველის“ ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია. საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)