02:01 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 12:04:53, 492 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც, ძველი ასფალტი იხსნება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კერძო ავტომობილებს ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილება ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეუძლიათ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელია თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელია შიდაკვარტალური გზებით. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics