01:49 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 11:58:40, 473 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომელს აკადემიური პალმების ორდენის მიღება მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის თანამშრომელს, ლალი უნაფქოშვილს აკადემიური პალმების ორდენის მიღება მიულოცა.

მისი თქმით, ორდენი ლალი უნაფქოშვილს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„დღეს მთავრობის სხდომას ესწრება თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ლალი უნაფქოშვილი, რომელიც 30 წელზე მეტია კეთილსინდისიერად, პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი დედაქალაქის ინტერესებს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, კერძოდ, საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. სწორედ ამ დამსახურების გამო, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, რამდენიმე დღის წინ, ქალბატონ ლალის აკადემიური პალმების ორდენი გადასცა. მინდა, მივულოცო ქალბატონ ლალის ეს წარმატება. მეამაყება, რომ ასეთი თანამშრომლები ჰყავს თბილისის მუნიციპალიტეტს. მადლობა, რასაც  ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აკადემიური პალმების ორდენი ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა დააარსა. ლალი უნაფქოშვილმა, ასევე, თარგმნა ჟიულიენ გრაკის წიგნი „ქალაქის ფორმა“, რომელიც სწორედ ქალაქ ნანტს ეხება. 2020 წელს მთარგმნელს გადაეცა საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics