|
2021-02-17 11:53:58, 476 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება
დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მუშაობს, ხოლო შიდასაუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებში რაიონული გამგეობები ჩაერთვებიან. „დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობა ახლაც გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, რადგან კერძო ავტომობილების მძღოლები ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობენ. „გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. ამიტომ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან, თუ ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე განცხადებით, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



