|
2021-02-16 10:40:33, 1649 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით შეძლებენ დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებს , განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება. გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება. შეთანხმების ფარგლებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, გერმანული მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოთი (მათ შორის კოვიდ-19 ის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ყველა ნორმისა და გერმანიაში მოქმედი შრომითი უფლებების გათვალისწინებით). შეგახსენებთ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)