|
2015-10-06 12:27:23, 641 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 81 მილიონ ლარს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის დაწყებიდან დღემდე 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მილიონ ლარს მიაღწია. „5 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს. ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)