|
2021-02-11 15:43:46, 559 ნახვა
სამართალი
ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა „ტვ. პირველის“ ეთერში გასული ინფორმაციის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გელა კვაშილავამ, „ტვ. პირველის“ ეთერში გასული ინფორმაციის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კვაშილავას განცხადებით, ტელეკომპანიამ მის შესახებ ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია გაავრცელა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ქალაქ ფოთში ნარკოტიკული საშუალებებით გადაადგილდებოდა, სიცრუეა. როგორც ის აღნიშნავს, „ტვ. პირველისგან“ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. “როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის. სასამართლოს მივმართე სარჩელით და ტელეკომპანია "პირველისგან" მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”, – განაცხადა გელა კვაშილავამ. „გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის მიმართ გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რაც მიზნად ისახავდა მისი, როგორც პოლიციელის და სამინისტროს დისკრედიტაციას. სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული პოლიციელის უფლებების სამართლებრივ დაცვას განახორციელებს - ვისი, როგორც პოლიციელის მიმართაც, მოხდება ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გელა კვაშილავას ინტერესების დამცველმა მარიამ კერესელიძემ. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 იანვარს ტელეკომპანია "პირველმა" სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)