|
2021-02-08 11:03:43, 1802 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 499 მძიმე პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 499 მძიმე პაციენტია, მათგან 134 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 13 531 ადამიანი იმყოფება. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)