20:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:52:47, 470 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში 6 217 თანამშრომელი გაიტესტა, საიდანაც დადებითობის მაჩვენებელი 0.1%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 15 ათასამდე ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც კორონავირუსი 0.6%-ს დაუდასტურდა.

მისი თქმით, 7 ათასამდე რელიგიის მსახურიდან დადებითობის მაჩვენებელი 1,3%-ია.

„ტაქსის მძღოლებში 15 000-მდეა გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 0.6%-ია. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 000 გატესტილია და დადებითობის მაჩვენებელი აქაც 0.6%-ია. რელიგიის მსახურები 7 000-მდე და დადებითობა 1.3%. მოლებისა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6 217 და 0.1%, სულ სამი შემთხვევაა იდენტიფიცირებული,  სკოლის პედაგოგებში 6 200 გატესტილიდან 0.3% იქნა იდენტიფიცირებული.

ასევე 20-20%-იანი რანდომული ტესტირება, რომელიც მიმდინარეობს პედაგოგებში, პოლიციელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 23 000 ადამიანია გატესტილი და 1.1%-ია დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics