|
2021-02-03 11:11:21, 1837 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 559 მძიმე პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 559 მძიმე პაციენტია, მათგან 153 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 15 348 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 158, აჭარაში - 179, იმერეთში - 467. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 253, აჭარაში - 45, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734, იმერეთში - 1 538“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)