|
2021-02-02 17:14:29, 797 ნახვა
მსოფლიო
კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპული დიპლომატია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს ნავალნის არ დაუკავშირებს
კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი დიპლომატია არ ჩაიდენს სისულელეს და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს, ალექსეი ნავალნის არ დაუკავშირებს, - აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ ასეთ სისულელეს, როგორიცაა რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების პატიმრის საქმესთან დაკავშირება, არ ჩაიდენენ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთანავე, პესკოვმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მოსკოვში ელოდებიან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული. „ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის – ეს ის ურთიერთობაა, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად ამჟამად გაყინვის ეტაპზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ურთიერთობა ნორმალიზებული გახდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)