|
2021-02-01 14:21:33, 866 ნახვა
მსოფლიო
„ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის 75 მილიონით მეტ დოზას გადასცემენ
„ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ კომპანიები დებენ პირობას, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 75 მილიონზე მეტ დოზას გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის გავრცელების პროგრამა შეფერხებით მიმდინარეობს. BioNTech-Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებაში პრობლემები შეექმნათ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა. გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი თებერვალში, გერმანიის ცენტრალურ ქალაქ მარბურგში ახალ საწარმოს გახსნიან, რომლის საშუალებითას შესაძლებლობა ექნებათ, რომ ყოველწლიურად 750 მილიონი ვაქცინის დოზა აწარმოონ. საერთო ჯამში, BioNTech-Pfizer-ი ევროკავშირისთვის 2021 წლის ბოლომდე დაახლოებით, 2 მილიარდი დოზის ვაქცინის წარმოებას გეგმავს, რაც დაგეგმილზე 1.3 მილიარდით მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)