00:19 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 16:42:02, 692 ნახვა

საზოგადოება
არა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას - ადგილობრივები 7 თებერვალს მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ

სოფელ ნამოხვანში ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება მანამ სანამ მშენებლობას არ შეაჩერებენ.

ადგილობრივების ცნობით, ისინი 7 თებერვალს მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ.

„ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ კომპანია „ენკამ“ დატოვოს ეს ტერიტორია და შეწყვიტოს დამანგრეველი ჰესის მშენებლობა. ამას უკვე 40 დღეა, რაც ვაპროტესტებთ.

ეს რა თქმა უნდა ძალიან სახიფათოა და რაც ყველაზე მთავარია ეხლახანს გავიგეთ, რომ წელიწადში 16 ლარად ეს ქართული ტერიტორია მთავრობამ ვიღაც თურქულ კომპანიას აჩუქა. ეს ჰესი სახელმწიფოს არანაირ შემოსავალს არ მოუტანს და მას არანაირი დასაბუთებული ღირებულება არ გააჩნია.

ამხელა გეოგრაფიული არეალი უცხოელ ინვესტორს გადასცეს და დარწმუნებული ვართ ეს ყველა ქართველისთვის მიუღებელია“, - აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეხნიანი შეჩერების შემდეგ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობა უცხოურმა (თურქულმა) კომპანია „ენკამ“ დღეს განაახლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics