|
2021-01-31 14:53:21, 961 ნახვა
მსოფლიო
ჯანმოს ექსპერტები ქალაქ ვუჰანში იმ სურსათის ბაზარს გამოიკვლევენ, საიდანაც სავარაუდოდ კორონავირუსი პირველად გავრცელდა
ჯანმოს ექსპერტები ქალაქ ვუჰანში იმ სურსათის ბაზარს გამოიკვლევენ, საიდანაც სავარაუდოდ პირველად კორონავირუსი გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გუნდის წევრები შუადღისას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესტუმრნენ ხუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარს. მეცნიერებს აქვთ ეჭვი, რომ ვირუსი იმ გარეული ცხოველებისგან გავრცელდა, რომელიც სწორედ ვუჰანში მდებარე ამ ბაზარში იყიდებოდა. შემდგომ ეს ბაზარი დახურეს, თუმცა მისი შესწავლა შესაძლოა მსოფლიო დონის კვლევას გარკვეულწილად დაეხმაროს. „ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს“, - აცხადებს ჯანმოს გუნდის წევრი პიტერ დასზაკი. ექსპერტებმა ასევე მოინახულეს ბაიშაჟოუს ბაზარი, რომელიც ვუჰანისთვის ერთგვარად საკვები პროდუქტების ცენტრია. მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჯანმოს წევრები, ვეტერინარიის, ვირუსოლოგიის, სურსათის უვნებლობისა და ეპიდემიოლოგიის ექსპერტიზით, ასევე ეწვივნენ ვუჰანში არსებულ ორ საავადმყოფოს - ვუჰან ჯინიინტანის საავადმყოფოს და ჰუბეის ინტეგრირებულ ჩინურ და დასავლეთ მედიცინის საავადმყოფოს. შაბათს, მათ ასევე მოინახულეს მუზეუმი, რომელიც ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ადრეულ ისტორიას ეძღვნება. ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესად აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)