10:44 - 29 Sep, 2026
|
2021-01-30 15:16:09, 569 ნახვა
მსოფლიო
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ბაიდენმა პუტინს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ საკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მას დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ ჯენ საკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოუწოდა თუ არა კონკრეტულად პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ნავალნის გათავისუფლებისკენ, ის აცხადებს, რომ ეს ასეა. "დიახ, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენი გუნდი მოუწოდებდა საჯაროდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება საუბრის სხვა საკითხებს, მე ამაზე მეტი დეტალი არ ვიცი", - განაცხადა სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)