|
2021-01-28 17:42:58, 974 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა
მოსკოვის საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ ნავალნის გათავისუფლების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ეს ყველაფერი არის კანონის ერთი დიდი დარღვევა, კანონის დემონსტრაციულად დარღვევა. წაიკითხეთ სასამართლოს ოქმი? თუ წაიკითხეთ, მაშინ თქვენ უნდა გაიცინოთ მოსკოვის რაიონულ სასამართლოზე“, - განაცხადა ნავალნიმ. შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)