|
2021-01-27 15:39:37, 1186 ნახვა
მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა
უკრაინაში ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში განაცხაად, რომ 22 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან 2 დღის შემდეგ, იყო დარეგისტრირებული ორი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევას უკავშირდება. მისივე თქმით, აღნიშნული საქმეების წარმოება დეპუტატ ანდრეი დერკაჩის განცხადების საფუძველზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა სავარაუდოდ ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს სატელეფონო საუბრების ოთხი ნაწილი გამოაქვეყნა, რაც მისი თქმით, საერთაშორისო კორუფციისა და უკრაინელი ექს-პრეზიდენტის ღალატს მოწმობდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)