23:47 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 22:20:26, 650 ნახვა

საზოგადოება
„საპროტესტო სეირნობის“ მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ

„საპროტესტო სეირნობის“ მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ.

თავდაპირველად აღნიშნული აქცია მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა და ახლა რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეები შსს-ს შენობასთან მივიდნენ.

მოთხოვნების ძირითადი არსი მდგომარეობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასა და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებაში.

უფრო კონკრეტულად აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ ირაკლი ფანგანს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის ნაგვის დაყრის შემდეგ დააკავეს.

„ჩვენ არ დავემორჩილებით, მთავრობის მიერ დაწესებულ უსამართლო შეზღუდვებს და დღევანდელი აქციით შევეცდებით ერთხელ კიდევ  ვუთხრათ არა ივანიშვილის ხელისუფლებას“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics