|
2021-01-23 15:07:52, 632 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის სამდივნო აირჩია. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო. აგრეთვე ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე. შესაბამისად, გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს შემადგენლობას: გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის ბატონი კახა კალაძე, პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი - დიმიტრი სამხარაძე, ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს - ამ საქმიანობას მე შევუდგები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
პუტინი კრემლში ვიტკოფსა და კუშნერს ხვდება
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)