|
2015-10-02 16:39:12, 937 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი უნგრეთის ელჩს შანდორ საბოს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, ტურიზმის, ინვესტიციების, მეწარმეობისა და უძრავი ქონების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დადებით ტენდენციებზე, რომელიც წარმოიშვა საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედების შემდეგ. როგორც ითქვა, 2014 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 პროცენტით მოიმატა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)