|
2015-10-02 12:50:43, 721 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 103,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათივე ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. „1 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 875 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 52 ათას ტონამდე, საფერავი - 38,2 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე და 11 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 23,2 ათასი ტონა, ყვარელი - 19 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 6 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge”, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)