2021-01-19 12:43:20, 557 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვახტანგ ახვლედიანი მივიდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით მივიდა.
როგორც ახვლედიანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჩვენებას, რომელიც ერთხელ უკვე განაცხადა.
„ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულის სახით, ერთხელ უკვე დაკითხულია სასამართლოში. რაიმე განსაკუთრებული და ახალი დღეს არაფერი იქნება. ფაქტობრივად იქნება იმ ჩვენების დადასტურება, რაც უკვე განაცხადა. მისთვის რაც იყო ცნობილი, ეს განაცხადა გამოძიებაშიც და სასამართლოშიც. ის დღესაც გასცემს სასამართლოს ყველა შეკითხვას პასუხს“, - განაცხადა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,