|
2015-01-30 09:43:44, 1772 ნახვა
სამართალი
Human Rights Watch: წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას, კვლავ გარკვეული კითხვებია
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში აღწერილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების დაყადაღება. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ე.წ. კაბელების საქმეზე, წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებაზე, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მერიის თანამშრომლების მიერ ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე, ციხეებში არსებულ პირობებსა და ოპოზიციის წევრების სამართლებრივ დევნაზე. "წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვებია შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მოუწოდეს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას პროცესის სათანადოდ მიმდინარეობა",-ნათქვამია ანგარიშში.
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
PEN Georgia: პატიმრებისთვის განკუთვნილი წიგნები პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)