23:29 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 13:01:52, 643 ნახვა

საზოგადოება
1-ლი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან

1-ელი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, ქვეყანაში 3000-მდე თავისუფალი საწოლია.

„ამ მომენტისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი. კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 230 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კარგია, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რაოდენობა ზოგადად, შემთხვევების კლებასთან ერთად, იკლებს. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმროებშიც. 634 კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს სასტუმროში მკურნალობას. უკვე პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ელი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს, თებერვალში დარჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics