|
2021-01-17 22:19:26, 670 ნახვა
საზოგადოება
„ბევრი გვირგვინი იყო, მაგრამ არც ერთი პირველი არხისგან“ - მაუწყებელმა ჯულიეტა ვაშაყმაძის ოჯახს არ მიუსამძიმრა
„ბევრი გვირგვინი იყო მაგრამ არც ერთი პირველი არხისგან“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ Post Factum-ის ეთერში განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზეც არავინ მისულა. „მესამე დღეს, როდესაც თავისი დედის და უდროო დროს გარდაცვლილი შვილის გვერდით დავასაფლავეთ, როგორც ხდება ხოლმე მისი საფლავი თაიგულებით გაივსო. იქ იყო მთავრობის სახელით დიდი გვირგვინი, რომელსაც ეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, იყო დიდი ყვითელი თაიგული, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ მოვიდა თავად. იყო სხვადასხვა ადამიანებისგან მოტანილი უსახელო ყვავილებიც. მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჟულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოთაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია“ , - განაცხდა გიორგი გაბუნიამ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



