|
2021-01-16 15:23:42, 729 ნახვა
სამართალი
ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე
კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ბრალდებულთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლებული არიან მძევლები და ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არის დაკავებული. “რამდენიმე საათიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომელიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა და მოლაპარაკებების შემდგომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული. პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად უსაფრთხოდ, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. პირველ ეტაპზე, გარკვეულწილად, თანამშრომლობაზე აცხადებდა უარს, მაგრამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მასთან ჩატარდა, დღესაც მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.~ დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია, გავარკვევთ. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან - პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება ყველა ადამიანი, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები”, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)