|
2021-01-15 18:35:48, 772 ნახვა
საზოგადოება
ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა სავარაუდო 2021 წლის პირველი კვარტალში შემოვა. „შევიმუშავეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩო , რათა საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიცირებაც განხორციელდა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორია ქვეყანის მზაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობაც, რათა ვაქცინის მიმართ სანდოობა გაიზარდოს“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ "კოვაქს" პლატფორმიდან წერილი მიიღო, ხოლო საპასუხო წერილს ქვეყანაში ვაქცინის მიღების მზაობასთან დაკავშირებით , უწყება 18 იანვარს გააგზავნის. "ჩვენ ვართ გაერთიანებული „კოვაქს პლატფორმაში“, სადაც შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. „კოვაქს პლატფორმიდან“ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მზაობა ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმაზე განთავსდება. მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი. „საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი, რაც 18 წელს ზემოთ კონტიგენტს გულისხმობს. საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)