|
2021-01-14 16:45:18, 1022 ნახვა
რეგიონი
ჩოხატაურის მერიასთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა
ჩოხატაურის მერიასთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. როგორც მან განაცხადა, შეთანხმება შედგა და პრობლემა მოგვარებულია, შესაბამისად, სოფელ ბუკნარში პარასკევს, ტრადიციული ლოცვა შესრულდება. ,,საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, მათ ვისაუბრე. ჩვენი მიზანია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ. ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია. ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი ვიყოთ. ამიტომ ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ, რათა სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. ვფიქრობ, გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ არ იქნებ არანაირი პრობლემა, მხარში გვიდგანან, ლოცვები გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სოფელი დაუბრუნდება ძველ, მშვიდობიან დროს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ. შეგახსენებთ, უკვე ორი დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გუშინ კომუნიკაცია შედგა ორივე მხარესთან, თუმცა მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ რეალური შეთანხმება არ მომხდარა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)