23:17 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 12:36:23, 644 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროა სიფრთხილე, რათა 1-ლი თებერვლიდან ბიზნესის გახსნამ ინფიცირებულთა დღიურ მაჩვენებლის ზრდა არ გამოიწვიოს.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ ბოლო თვეების მანძილზე პირველად, 8%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი და 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ეს მოხდა პირველად, როდესაც 10%-ზე დაბლა ჩამოვედით. ეს არის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ როდესაც ავადობა არის 1600-ზე მეტი ნუ დაგვავიწყდება, რომ 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში 5 000-მდე ავედით. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ 1-ლი თებერვლიდან ბევრი ბიზნესის გახსნა არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავბრუნდეთ დღეში 5 000-იან მაჩვენებელზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics