|
2021-01-09 14:26:34, 737 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენამდე, ე.წ ბასლეინებში სიარულისთვის კერძო ავტომობილები არ დაჯარიმდებიან
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებამდე, კერძო მანქანების მძღოლები ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს. გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



