|
2015-10-01 11:07:56, 672 ნახვა
ეკონომიკა
კალაძის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება, მსოფლიოში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული
„ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და შევხედოთ, თუ რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ის მონაცემები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად არის გამოქვეყნებული ძალიან ოპტიმისტურია“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, ენერგეტიკის სფერო, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ყველაზე მიმზიდველია. „ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება. არცერთი პროექტი რაც ჰიდროელექტროსადგურებს, თბოელექტროსადგურებს შეეხება არ არის შეჩერებული. მიმდინარეობს მშენებლობები. ჩვენ დაახლოებით 500 მეგავატზე გვაქვა ახალი ხელშეკრულებები ხელმოწერილი და 2016 წელს მშენებლობები დაიწყება“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, რომ იბიარდიმ (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი 2,3 % დაწია. ამის შესახებ საუბარი იყო იბიარდის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)