22:29 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 09:41:04, 506 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანრთელობაზე გადის

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს"   - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის  მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც  ყველაზე მთავარ ფასეულობაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანრთელობაზე გადის.

ანგარიში წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების  ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული  და  ფინანსური ხელმისაწვდომობაა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ  პრევენციულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც  ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics