11:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 20:10:15, 351 ნახვა

საზოგადოება
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაცია დაიწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. გრიპის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

სეზონური გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსჯავრდებულთა ვაქცინაცია განხორციელდა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც აცრა 21 არასრულწლოვანს ჩაუტარდა.

N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა 60 მსჯავრდებულს ჩაუტარდა.

N8, N5, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია 25 დეკემბერს ჩატარდება.

პირველ ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე ასაკოვანი მსჯავრდებულების ვაქცინაცია, შემდგომ ეტაპზე კი ვაქცინაციის პროცესი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაცილებით მეტ რაოდენობას მოიცავს, რაც პენიტეციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics