|
2020-12-23 12:14:21, 490 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შემუშავდა
თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პაკეტის მომზადება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა. „არსებული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მეწარმე სუბიექტებისთვის მთელი რიგი დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ. წინა მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პირველ რიგში, შეღავათი შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ. „ვინაიდან პანდემიის გამო, შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერი-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი ამ თვეებშიც მოეხსნებათ. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ანუ ჩვენთან თუ არის კონკრეტული შპს ან კონკრეტული ფიზიკური პირი, ვისაც აქვს აღებული ეს ქონება და შემდეგ გადაქირავებული აქვს, ზემოთაღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე“, - განმარტა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი კვების ობიექტებსაც შეეხებათ და მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია. თბილისის მერმა ვიცე-მერს დაავალა, დეტალური ინფორმაცია შეღავათების პირობების შესახებ წერილობით განათავსონ მერიის ვებგვერდზე და პრესასთან მაქსიმალური აქტიურობით, ეკონომიკური პაკეტით სარგებლობის პირობები ყველასთვის ნათელი გახდეს.
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)