|
2015-09-30 09:29:01, 666 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მეტი ამერიკული კაპიტალის მოზიდვას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით მთავრობის ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის უფრო მეტი გახდეს ცნობილი. „ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და რომ მსგავსი ხასიათის შეხვედები ჩატარდეს ყველგან, მთელს ამერიკაში - ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს სტატეგიული მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)