|
2020-12-21 15:02:18, 624 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგემებზე ესაუბრა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით დანერგილი სისტემების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. „გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შემდეგ წლებში, იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება, საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა - 200-მდე საწარმოზე გავრცელდება ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები მათ შორის, ჰაერში გაფრქვევების ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ამოცანა, ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებაა. ეს არის გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პეროოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)