|
2020-12-21 14:30:17, 448 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ ჩანგელიების ოჯახს კუთვნილი ბინა გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ნებისმიერ დროს, როდესაც ჩანგელიების ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს, კუთვნილი ბინა გადაეცემათ. როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, სიმართლეს არ შესაბამება. „გვსურს დამატებითი განმარტება გავაკეთოთ დევნილ ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით. 2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ხსენებული ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი. ოჯახი რეგისტრირებული არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. 30 ნოემბერს სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა 5-სულიან დევნილთა ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის გადაცემასთან დაკავშირებით. 2020 წლის 1-ელ დეკემბერს ჩანგელიების ოჯახმა სააგენტოს ფოსტაზე წერილობით დაგვიდასტურეს და განაცხადეს თანხმობა ბინის მიღებაზე. 7 დეკემბერს სააგნეტომ გამოქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებიც დაკმაყოფილდნენ ამ ეტაპზე. მათ შორის იყო ჩანგელიების ოჯახი. 12-13 დეკემბერს ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრაზე გამოცხადდა ხსენებული ოჯახიც. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის 5-სულიანი შემადგენლობიდან 2 სრულწლოვანი წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად მათ ვერ გადავეცით გასაღები. დევნილთა სააგენტო გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს თბილისში, ზუგდიდში, ოჯახისთვის მისაღებ ადგილას, ეს არის ტექნიკური პროცედურები, რომ ყველა სრულწლოვანმა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რის შემდეგაც მათ კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემათ კუთვნილი ბინა. გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და დამატებით განვაცხადოთ, როდესაც საკითხი ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ნებისმიერმა ორგანიზაციამ თუ მასმედიამ მიმართოს სააგენტოს ინფორმაციის გადამოწმებისთვის, რადგან გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, არ შესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით მოგიწოდებთ, მოგვმართეთ და ყველა ის ინფორმაცია, რაც არის საჯარო და არ ეხება პერსონალურ მონაცემებს, ყოველთვის მზად ვართ, ღია ვართ და გავუზიარებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)