|
2020-12-21 11:07:18, 1059 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 094 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 526, აჭარაში – 133, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 800- აჭარაში, 123 – იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 221, აჭარაში – 141, ხოლო იმერეთში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 741 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 992 პირი, აჭარაში – 5 187, იმერეთში – 6 088“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)