|
2020-12-18 22:22:32, 408 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული. თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება. ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)