|
2015-09-29 11:45:19, 688 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების განვითარების სააგენტომ და USA-ის პროექტმა „მმართველობა განვითარებისთვის“ შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს სსიპ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და USA- ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს. ღონისძიების მთავარი მიზანია არასამთავრობო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მათთვის რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით ეფექტიანი საკომუნიკაციო მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ღონისძიების ფარგლებაში დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტურის მოწყობა სამრეწველო ინოვაციების (FabLab, iLab) და ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)