|
2020-12-17 11:22:02, 1254 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე ისაუბრა კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების გადანაწილებაზე. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1 062-აჭარაში, 135-იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 545 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 811 პირი, აჭარაში-7 492, იმერეთში-6 268", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)