|
2020-12-16 17:46:00, 586 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის საქმიანობაში არაერთი პარტია ჩაერთვება
იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში არაერთი პარტია ჩაერთვება პარლამენტის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კონსტიტუციის ფარგლებში ისეთი შეთანხმებისთვის, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიას და მრავალპარტიული პარლამენტის ფუნქციონიორებას. „მმართველი გუნდი თავიდანვე მხარს უჭერდა დიალოგს. ჩვენ მივიღეთ ყველა რაუნდში სრულფასოვნად მონაწილეობა. ახლაც მხარს ვუჭერთ დიალოგს. მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს. ჩვენ მომხრე ვართ, რომ დიალოგი გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ის პოზიტიური შედეგით დასრულდება. თუმცა, დიალოგის ფარგლებში რაიმე ტიპის შეთანხმებები ქვეყნის კონსტიტუციის, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების თუ კანონის უზენაესობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. ჩვენ მზად ვართ კონსტიტუციის ფარგლებში შეთანხმებისთვის, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიასა და მრავალპარტიული პარლამენტის ფუნქციონიორებას. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციას, დიალოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც გვესმოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არამედ შევთანხმდეთ იმ ინტერესების და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. იმედი მაქვს და ასევე საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია ჩაერთვება პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)